Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ნარკოტიკების ტრაფიკინგში ბრალდებული 7 კაცი ჩამოახრჩვეს


ირანში დღეს ნარკოტრეფიკინგში ბრალდებული 7 კაცი ჩამოახრჩვეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, სასჯელი სისრულეში დასავლეთ პროვინცია კერმანშაშში მდებარე ციხეში მოიყვანეს. ირანში სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. შაბათს გავრცელდა ცნობა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 8 პირის სიკვდილით დასჯის შესახებ.
XS
SM
MD
LG