Accessibility links

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი მოლაპარაკებას აწარმოებს ოპოზიციის ლიდერებთან პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დატოვა ერთ-ერთმა წამყვანმა პარტიამ, მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ. მან კვირას გამოაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის, ნავთობპროდუქტების ბოლოდროინდელი, მკვეთრი გაძვირების გამო. შედეგად, გილანის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. პოლიტიკური კრიზისის ფონია პაკისტანის ბრძოლა თალიბანთან და მძიმე ვითარება, რომელიც გასული წლის კატასტროფული წყალდიდობის შედეგად შეიქმნა. გილანი დღეს ხვდება რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ახალი კოალიციის შექმნაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG