Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: კარი ღიაა ჩრდილოეთთან მოსალაპარაკებლად


სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიუნ-ბაკის განცხადებით, ჯერ კიდევ ღიაა კარი ჩრდილოეთ კორეასთან მოსალაპარაკებლად. თუმცა, ლიმ სატელევიზიო საახალწლო მიმართვაში დასძინა, რომ "მტკიცე და მკაცრ" პასუხს გასცემენ ფხენიანის ნებისმიერ სამხედრო აგრესიას. „ვერ მივცემთ ჩრდილოეთ კორეას ჩვენი ტერიტორიის თუნდაც იოტისხელა ნაწილის მითვისების უფლებას. მიუღებელია ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სიცოცხლესა და ქონებას. ასეთ პროვოკაციებს მტკიცე და მკაცრი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა ნოემბერში დაბომბა სამხრეთ კორეის ერთ-ერთი კუნძული. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი სამხრეთკორეელი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია გამოვიდა დაძაბულობის „რაც შეიძლება მალე“ განმხუტვისაკენ მოწოდებით, მაგრამ დასძინა, რომ ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება, სანამ სამხრეთი უარს არ იტყვის ფხენიანისადმი "მტრულ" პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG