Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატი ციხიდან გაათავისუფლეს


ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიტალი რიმაშევსკი, რომელიც პრეზიდენტობის რამდენიმე სხვა კანდიდატთან ერთად დააკავეს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციისას. რიმაშევსკი ჯერ კიდევ 31 დეკემბრის საღამოს გამოუშვეს იმ პირობით, რომ მინსკს არ დატოვებს, მაგრამ მის პარტიას დღემდე არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საკითხზე. რიმაშევსკის და არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას კონკურენტ კიდევ ოთხ კანდიდატს ბრალდებები წაუყენეს 19 დეკემბრის დემონსტრაციასთან და არეულობასთან დაკავშირებით. არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ლუკაშენკა გამოცხადდა, რაც მის უკვე მეოთხე ვადით პრეზიდენტობას ნიშნავს. საპროტესტო აქციის დარბევისას 600-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG