Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტუ-154B თვითმფრინავების ფრენა შეაჩერეს, შაბათის ინციდენტთან დაკავშირებით


რუსეთში ტრანსპორტის სამეთვალყურეო სააგენტოს განკარგულებით, ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ტუ-154B თვითმფრინავების გამოყენება, ვიდრე არ დადგენილა შაბათის ინციდენტის მიზეზები. საქმე ეხება ინციდენტს ქალაქ სურგუტის აეროპორტში, სადაც ცეცხლი წაეკიდა ტუ-154B ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, აფრენის მცდელობისას. მასში 124 ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა სამი და დაშავდა 43 ადამიანი. ტუ 154B არის ერთ-ერთი მოდელი ტუ 154 ტიპის თვითმფრინავებისა, რომლებითაც 1970-იანი წლების დასაწყისიდან სარგებლობენ. შაბათის ინციდენტის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.
XS
SM
MD
LG