Accessibility links

ვინ გახდება ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ჯერჯერობით უცნობია


ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორის პოსტს, რომელიც კახა ბექაურმა 31 დეკემბერს დატოვა ეროსი კიწმარიშვილთან უთანხმოების შემდეგ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის, დანიშვნის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. მამუკა ღლონტმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს განუცხადა, რომ ”მაესტრო” მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის, გადაწყვეტილებას ელის. 31 დეკემბერს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შესთავაზეს, უახლოესი ათი დღის განმავლობაში სრულად დაფაროს არხისადმი არსებული დავალიანება და შეწყდეს მათი ხელშეკრულება. დღეს მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის პასუხს კიდევ რამდენიმე დღე დაელოდება, შემდეგ კი, დამოუკიდებლად იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG