Accessibility links

logo-print

გმირთა მოედანზე ომის ვეტერანების შიმშილობის აქცია გრძელდება


მეშვიდე დღეა თბილისში, გმირთა მოედანზე შიმშილობის აქციას განაგრძობენ ომის ვეტერანები, რომლებიც ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო. აქციის მონაწილეებმა დღეს რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მათი პროტესტი არა მხოლოდ ვეტერანების, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის უმძიმესმა ყოფამ განაპირობა. ვეტერანები შიმშილობის გამაფრთხილებელი აქციის შეწყვეტას ხუთშაბათს აპირებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლას 6 იანვრის შემდეგაც განაგრძობენ.
XS
SM
MD
LG