Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში სამხედრო ძალებიც მონაწილეობენ დატბორილი რეგიონების მომარაგებაში


ავსტრალიაში სამხედრო ვერტმფრენებით ამარაგებენ სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ როკჰემპტონს, რომელშიც სულ უფრო მატულობს წყლის დონე. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 75 000-ს აღწევს, წყალდიდობის შედეგად დატბორილია აეროპორტი, ავტოტრასა და მრავალი შენობა. კვინსლენდის შტატში 200 000-მდე ადამიანი იქნა ევაკუირებული. დასტურდება ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. მატერიალური ზარალი, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG