Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობას ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის დაგმობისკენ მოუწოდა


ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის დაგმობისკენ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მინსკში განვითარებული მოვლენების გამო გავრცელებული განცხადება შეიცავს მოწოდებას ბელორუსიის მთავრობის მიმართაც. კერძოდ, მას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ: გამოიძიოს ოპოზიციის საპროტესტო აქციისას პოლიციის მიერ ძალის სავარაუდოდ, გადამეტება; უზრუნველყოს დაკავებულთა სამართლებრივი დახმარება და სამართლიანი სასამართლოს უფლება; პატივი სცეს დაკავებულთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას; გამოძიოს პრეზიდენტობის კანდიდატების სანიკოვისა და ნეკლიაევის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი დასვას. მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მრავალეროვანი საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”.
XS
SM
MD
LG