Accessibility links

logo-print

თბილისში დაშალეს აქცია, რომელსაც ომის ვეტერანები ატარებდნენ


თბილისში დაშალეს აქცია, რომელსაც ომის ვეტერანები ატარებდნენ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო პროტესტის გამოსათქმელად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელებმა დააკავეს აქციის 10-მდე მონაწილე. შიმშილობის აქცია 27 დეკემბერს დაიწყო გმირთა მოედანზე და დღეს მეშვიდე დღე გრძელდებოდა. დღესვე, უფრო ადრე, აქციის მონაწილეებმა რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მათი პროტესტი განაპირობა არა მხოლოდ ვეტერანების, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის უმძიმესმა ყოფამ. ვეტერანები შიმშილობის გამაფრთხილებელი აქციის შეწყვეტას ხუთშაბათს აპირებდნენ, თუმცა, აცხადებდნენ, რომ 6 იანვრის შემდეგაც გააგრძელებდნენ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG