Accessibility links

logo-print

ავღანეთმა ირანს მოთხოვა, არ შეაფერხოს საწვავით დატვირთული ცისტერნების გატარება


ავღანეთის ხელისუფლებამ მოუწოდა ირანს, ნუ შეუშლის ხელს მის ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ავტოცისტერნების გავლას. როგორც ავღანეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ვაჰიდ ომარმა განაცხადა, მიუხედავად ადრე გავრცელებული ცნობისა, რომ პრობლემა მოგვარდა, ორი ქვეყნის საზღვარზე ასეულობით ცისტერნაა გაჩერებული. თეირანში ვითარების მოსაგვარებლად დეკემბერში ჩავიდა ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი, ფაჰიმი. აკრძალვა კი ირანმა შემოიღო რამდენიმე კვირის წინ, როცა განაცხადა, რომ საწვავის ნაწილი ავღანეთში განთავსებულ საერთაშორისო ჯარს ხმარდება, რასაც ქაბული უარყოფს.
XS
SM
MD
LG