Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის ლიდერი მზად არის სასამართლოს წინაშე წარდგეს


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მეჰდი ქარუბის თანახმად, ის მზად არის სასამართლოს წინაშე წარდგეს 2009 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარი მასობრივი არეულობის საქმის თაობაზე, თუკი სასამართლო ღია იქნება. ამის შესახებ ქერუბის ვებსაიტი იუწყება. გასულ კვირაში თეირანის პროკურორმა, დოლათაბადიმ განაცხადა, რომ მხოლოდ დროის საკითხია ოპოზიციის ლიდერების სასამართლოს პროცესის დაწყება. 2009 წლის ივნისში არჩევნების შემდეგ გამოსვლების ჩახშობისას ათეულობით ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG