Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანებს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად


გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლოში წაუყენეს. დაკავებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, ვეტერანებს 400-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ და გამოუშვებენ. ადვოკატები დაკავებულებს წუხელ, დაახლოებით 24:00 საათზე შეხვდნენ. ნიკოლაიშვილის თქმით, ორი დაკავებული, შოთა იამანიძე და მალხაზ თოფურია ნაცემები არიან. ადვოკატის განმარტებით, როგორც დაკავებულები ამბობენ, ისინი დაკავების დროს სცემეს, შემდეგ მათზე ზეწოლა აღარ მომხდარა. დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ შვიდი დაკავებულია - ამურ რევიშვილი, ლევან ასათიანი, ვალერიან ძებისაშვილი, შოთა იამანიძე, მალხაზ თოფურია, შოთა ზღუდაძე და ლოვა ასატრიანი. ისინი სამართალდამცავებმა გმირთა მოედანზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე ძალის გამოყენებით დაშალეს ვეტერანების შიმშილობის აქცია. ვეტერანების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
XS
SM
MD
LG