Accessibility links

ახალციხეში მოსახლეობა 2011 წელს ახალი იმედებითა და შემართებით ხვდება.

აქ ახლა განვლილ წელიწადს აჯამებენ და მსჯელობენ, თუ რა შეიცვალა რეგიონში უკეთესობისკენ და რა გაურასდა. გაძვირებული პურ-პროდუქტები, დაუსაქმებლობა და ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი წყალსაკანალიზაციო სისტემა - ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რაზეც გამოკითხული მოსახლეობა ყველაზე მეტად ამახვილებს ყურადღებას.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ 2010 წელი ახალციხისთვის წარმატებული წელი იყო. გზების, ხიდების, გაზისა და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც გასულ წელს დაიგეგმა, ოპტიმისტებისთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება წელს უკვე დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად მოიცლის.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და სოფლის პროგრამების მხარდაჭერა – ეს ის საკითხებია, რომელთა განხორციელებითაც სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლება თავს იწონებს. სახელმწიფო რწმუნებულის, ლაშა ჭკადუას, განმარტებით, მსგავსი პროექტები 2011 წელსაც გაგრძელდება.

მოსახლეობისგან განსხვავებით, ხელისუფლება მომავალ წელს სოციალურთან ერთად პოლიტიკურ იმედებსაც უკავშირებს.
XS
SM
MD
LG