Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი გამოდის მოწოდებით, „სერიოზული“ მოლაპარაკება გაიმართოს ჩრდილოეთ კორეაზე


შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხებში, სტივენ ბოსუორტი იმედოვნებს, რომ მალე დაიწყება „სერიოზული მოლაპარაკებები“ ფხენიანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე. ბოსუორტი დღეს ჩავიდა სეულში, სადაც სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება, ვიდრე ჩინეთსა და იაპონიას მიაშურებდეს, ჩრდილოეთ კორეაზე კონსულტაციების გასაგრძელებლად. რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ნოემბერში დაბომბა სამხრეთ კორეის ერთ-ერთი კუნძული. იერიშის შედეგად ოთხი სამხრეთკორეელი დაიღუპა. ამას გარდა, ფხენიანმა განცხადება გააკეთა ურანის გასამდიდრებელ ობიექტზე, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდნენ უცხოეთში. მომავალ კვირაში სეულს ეწვევა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი.
XS
SM
MD
LG