Accessibility links

logo-print

უმრავლესობის ლიდერმა ვეტერანების აქცია შეაფასა


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები "ქვეყნის სიმბოლიკებს" შეურაცხყოფდნენ. მელიქიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს ფორმა არ შეიძლება იყოს ზღვარგადასული, თან იმ ადგილას, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო”. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თქმით, ”ქვეყნის სიმბოლიკისადმი უდიერი დამოკიდებულება ნებისმიერ საზოგადობაში აღიქმება ქვეყნის შეურაცხყოფად”.
XS
SM
MD
LG