Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ვეტერანთა აქციის თაობაზე განცხადება გაავრცელა


ვეტერანთა მშვიდობიანი აქციის ძალით დაშლის გამო, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს შსს-მ. ის 11 პირის დაკავების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი, არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამინისტრო იუწყება, რომ ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ 2 დაკავებულის სიმთვრალე დაადასტურა.
XS
SM
MD
LG