Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში აპირებენ, პუტინი დაარქვან ერთ-ერთ მწვერვალს


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ალმაზბეკ ატამბაევმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ერთ-ერთი მწვერვალისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სახელის მინიჭებას. კანონპროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში, 4500-მეტრიან მწვერვალს, რომელიც ჩრდილოეთ ყირგიზეთში, ჩუის პროვინციაში მდებარეობს, „ვლადიმირ პუტინის მწვერვალი“ დაერქმევა. ერთ-ერთ მწვერვალს ყირგიზეთში ბორის ელცინის სახელი აქვს მინიჭებული.
XS
SM
MD
LG