Accessibility links

logo-print

აშშ აკრიტიკებს ყაზახეთში პრეზიდენტის მმართველობის გახანგრძლივების გეგმას


შეერთებული შტატები აკრიტიკებს ყაზახეთში მიმდინარე მზადებას რეფერენდუმისთვის, რომელიც ეხება პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველობის ვადის გახანგრძლივებას. ყაზახეთში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის შეფასებით, „რეფერენდუმი, რომელიც ჩაენაცვლებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, გარანტირებულს ყაზახეთის კონსტიტუციით, იქნებოდა დემოკრატიის უკუსვლა ყაზახეთში.“ საინიციატივო ჯგუფი ყაზახეთში გასულ თვეში გამოვიდა წინადადებით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტის პოსტზე ნაზარბაევის 2020 წლამდე დასატოვებლად. შესაბამისად, აღარ ჩატარდებოდა 2012 წლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG