Accessibility links

logo-print

ლიტვა მინსკისათვის ერთიან ევროპულ პასუხს ითხოვს


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აზუბალისი მიიჩნევს, რომ ბელორუსიაში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს სჭირდება ევროპის ერთიანი პასუხი. ლიტვა მიმდინარე წლეს ეუთოს მუშაობას ხელმძღვანელობს. გასულ კვირაში, მინსკმა უარი თქვა გაეგრძელებინა მანდატი ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ოფისისათვის. ბელორუსიაში გისოსებს მიღმა ჯერ კიდევ იმყოფება 22 ჟურნალისტი, რომლებიც 19 დეკემბერის მოვლენების შემდეგ დააპატიმრეს. „ჩვენ ღიად ვტოვებთ კარებს და ვმართავთ კონსულტაციებს ბელორუსიასთან, რათა მივაღწიოთ ორივე მხარისათვის მისაღებ შეთანხმებას“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG