Accessibility links

logo-print

გუბერნატორის მკვლელობის გამო პაკისტანში სამდღიანი გლოვაა


პენჯაბის პროვინციის გუბერნატორის, სალმან ტასირის, მკვლელობის გამო პაკისტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აშშ-მ, ევროკავშირმა და გაერომ მკვლელობის ფაქტი დაგმეს. ტასირი მისსავე სახლთან საკუთარმა მცველმა მოკლა. პაკისტანის შინაგან საქმეთ მინისტრმა, რეჰმან მალიკმა, განაცხადა, რომ გამოძიება გაარკვევს მკვლელი მარტო მოქმედებდა, თუ უფრო დიდი შეთქმულების მონაწილე იყო. ტასირი პაკისტანის სახალხო პარტიის ზომიერ წარმომადგენლად ითვლებოდა და ის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის ახლო მოკავშირე იყო. ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შემდეგ, სალმან ტასირის მკვლელობა ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის მკვლელობაა პაკისტანში.
XS
SM
MD
LG