Accessibility links

დღეს აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესის პირველი სესიაა


დღეს აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესის სესია იხსნება. გასული წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ. სენატში მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს. წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, ჯონ ბეინერი, აცხადებს, რომ 12 იანვარს გამართავს კენჭისყრას ობამას მიერ ინიცირებული იმ კანონის გასაუქმებლად, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის რეფორმას ეხება და 2010 წელს იყო მიღებული. ეს კენჭისყრა, დიდი ალბათობით, სიმბოლური იქნება, რადგან დემოკრატები გამოიყენებენ უმრავლესობას სენატში და დაბლოკავენ რესპუბლიკელთა ინიციატივას. პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს თანამშრომლობისკენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დახმარებისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ მან სამუშაო ადგილების შექმნა შეძლოს.
XS
SM
MD
LG