Accessibility links

logo-print
გმირთა მემეორიალთან ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევის შესახებ ბათუმში თითქმის არაფერი იციან. კითხვაზე არიან თუ არა ინფორმირებულები ამ აქციის დარბევისა და ვეტერანთა დაკავების შესახებ, “სად-რუსეთში?” - კითხვითვე პასუხობენ ბათუმელები.

ლეიბორისტი დავით რობაქიძე, რომელიც გაგრის ბატალიონის წევრი და ამჟამად ვეტერანის სტატუსის მატარებელია, აცხადებს, რომ ინფორმაციის გაუვრცელებლობაც იმ დარბევის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა.

“რატომ მიკლავენ კონსტიტუციურ უფლებას და რატომ არ მაწვდიან ინფორმაციას მაშინ, როცა ტელევიზიები 3-4 საათი 25-მილიონიანი კონცერტის შესახებ მიყვება. რა მოხდება ერთი წუთი მომხდარ ამბავასაც დაუთმოს”, - ამბობს დავით რობაქიძე.

თუმცა ბათუმში ზუსტად იციან, რომ ვეტერანთა შიმშილობის აქციას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. მოქალაქე ნუგზარ ლორთქიფანიძის თქმით, ეს იყო ხელისუფლების უყურადღებობით შეწუხებული ხალხის პროტესტი, რათა მათ ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ. ვეტერანების მიმართ გულგრილობაში ნუგზარ ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მედიასაც ადანაშაულებს.

ისევე როგორც 3 იანვარს, დღესაც ქართული მედია ვეტერანთა აქციის შესახებ, დათო რობაქიძის თქმით, დუმილს ამჯობინებს ან, როგორც გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე, ამბობს, გამოიყენებს მათ მიერვე შექმნილ კლასიკურ მეთოდს, როცა პირველი ამბავი შოუ იქნება, მერე მკვლელობა, კრიმინალი, ხოლო დასასრულს უცხოეთის ქრონიკა, სადაც მოგვითხრობენ იმ აქციების შესახებ დეტალურ ამბავს, რომლებიც, მაგალითად, რუსეთში მოხდა.
XS
SM
MD
LG