Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყს ეწვია


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალი აკბარ სალეჰი ერაყს ეწვია, ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საქმე ეხება ერაყში ირანის ოფიციალური წარმომადგენლის პირველ ვიზიტს მას შემდეგ, რაც ბაღდადში ახალი მთავრობის ინაუგურაცია გაიმართა, მთავრობის შექმნის პროცესის ცხრა თვე გაჭიანურების შემდეგ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ასიათასობით ადამიანი შეიწირა ირან-ერაყის ომმა, რომელმაც რვა წელი გასტანა. მეზობლების ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ბოლო წლებში, 2003-მ წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ორივე ქვეყანაში შიიტი მუსლიმები შეადგენენ უმრავლესობას.
XS
SM
MD
LG