ავღანეთსა და პაკისტანს მიმდინარე კვირაში ეწვევა ამ ქვეყნებში შეერთებული შტატების ახალი საგანგებო წარგზავნილის მოვალეობის შემსრულებელი, ფრენკ რუჯერო. ის დაინიშნა პოსტზე, რომელიც დეკემბერში გათავისუფლდა რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, რუჯერო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, რომელიც მომავალ თვეში ვაშინგტონში უნდა გაიმართოს რეგიონის სტაბილიზაციის საკითხზე შეერთებული შტატების, ავღანეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით. იუწყებიან აგრეთვე რომ ვაშინგტონში 14 იანვარს გაიმართება ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია, რომელსაც მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრებიან
ყველაზე პოპულარული
1