Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფალი საქართველო” აქციის დარბევის თაობაზე განცხადებას ავრცელებს


პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, თბილისში მშვიდობიანი აქციის დამრბევთა წინააღმდეგ აამოქმედოს ისეთივე სანქციები, როგორიც ბელორუსიის ხელისუფლების მიმართ დააწესა. მოძრაობის თავმჯდომარის, კახა კუკავას, მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვეტერანთა აქციის დაშლა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაბედა საზოგადოების ლოიალობის გამო იმ პირებისადმი, რომლებმაც 2008 წლის 7 ნოემბრიდან მსგავსი დანაშაული არაერთხელ ჩაიდინეს. თავისუფალი საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვს, ამ პირებს დემოკრატიული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილება და ნებისმიერი ფინანსური აქტივობა აუკრძალოს. პოლიტიკურმა მოძრაობამ მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, გასამართლდება თანამდებობის ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა აქციების დარბევაში, არჩევნების გაყალბებასა და სხვა დანაშაულში.
XS
SM
MD
LG