Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმება გაეროს ატომური სააგენტოს ამოცანაა


ევროკავშირის განცხადებით, მას ჯერ არ გაუცია პასუხი ირანის შეთავაზებაზე, დაათვალიეროს მისი ბირთვული ობიექტები, თუმცა ფიქრობს, რომ ასეთი შემოწმება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჩასატარებელია. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისიის წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც ირანმა გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ მიიწვია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აკრედიტებული რამდენიმე დიპლომატი, მიმდინარე თვეში თავისი ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად. ამავე თვეში სტამბოლში გაიმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელშიც ირანის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG