Accessibility links

ყირგიზეთში მსხვერპლი მოჰყვა უსაფრთხოების ოპერაციას


ყირგიზეთში ჩატარებული უსაფრთხოების ოპერაციის შედეგად მოკლეს ორი პირი, ეჭვმიტანილი სამშაბათს სამი პოლიციელის მკვლელობაში. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, ოპერაცია ბიშკეკის მახლობლად მდებარე სოფელ ბეშ-კუნგეიში განხორციელდა. ამავე ოპერაციის დროს დაიღუპა საგანგებო დანიშნულების შენაერთის წევრი. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ოპერაციის დროს შეძლეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთში სამი პოლიციელი მოკლეს, პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ინციდენტი მოხდა წუხელ, დედაქალაქ ბიშკეკში.
XS
SM
MD
LG