Accessibility links

logo-print

ევროკავშირის დელეგაცია აზერბაიჯანსა და თურქმენეთს ეწვევა


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დელეგაციას, რომელიც მიმდინარე თვეში ესტუმრება აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, ევროკავშირში გაზის იმპორტზე მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ თვით ბაროზუმ განაცხადა და დასძინა, რომ, ბაქოსა და აშხაბადში ვიზიტისას, ევროკავშირი დაადასტურებს აქტიურ მხარდაჭერას „სამხრეთის დერეფნის“ გეგმის მიმართ. ევროკავშირის ამ პროექტით გამიზნულია ახალი ენერგორესურსების მიზიდვა კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ამოქმედდება გაზსადენი „ნაბუკო“, რომლის მეშვეობითაც ევროპა, უწინარეს ყოვლისა, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გაზს მიიღებს. „ნაბუკოთი“, რომელიც 31 მილიონ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირში, სურთ ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირება და ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.
XS
SM
MD
LG