Accessibility links

logo-print

აშშ-ის ელჩმა ვეტერანების დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა


აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა. ელჩის შეფასებით, „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას”, _ განაცხადა ჯონ ბასმა. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ელჩი სასამართლოს მიერ 11 დაკავებული ვეტერანისთვის 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ, ბასმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ აპირებს.
“სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ომბუდსმენისგან მოვისმენთ. რაც შეეხება ფაქტს, უნდა ითქვას და განისაზღვროს, თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლება პროტესტი გამოიხატოს. აქ ორი საკითხია: უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რადგან სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ სად და რა ფორმით შეიძლება შეკრება”, _ განაცხადა ჯონ ბასმა.
XS
SM
MD
LG