Accessibility links

logo-print

ბეინერი კონგრესის ქვედა პალატის თავმჯდომარეა


რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერია. მან ამ პოსტზე დემოკრატიული პარტიის წევრი, სან-ფრანცისკოელი ნენსი პელოსი შეცვალა, რომელიც კონგრესში დემოკრატთა ლიდერად დარჩა. ბეინერის დაწინაურება გადაწყდა ერთი თვის წინ, როდესაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელები უმრავლესობით დაბრუნდნენ ქვედა პალატაში. როგორც სპიკერი, ბეინერი მეორე პირია სახელმწიფოში, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემდეგ, რომელსაც კონსტიტუციით შეუძლია პრეზიდენტის პოსტის დაკავება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის ლიდერი დაიღუპება ან ვერ შეძლებს სახელმწიფოს გაძღოლას.
XS
SM
MD
LG