Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების ოჯახები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ


სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების ოჯახები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ .სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მეზღვაურის, დავით დევაძის მამამ, სერგო დევაძემ განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ელექტრონულ ფოსტით გაუგზავნეს წერილი. წერილები გაუგზავნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპატრიარქოსაც.15 ქართველი მეზღვაური მეოთხე თვეა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. გამოსასყიდის, მილიონი დოლარის, გადაუხდელობის შემთხვევაში, მეკობრეები მათი დახვრეტით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG