Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანი: უნგრეთი დაემორჩილება მედიის კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაემორჩილება ევროკავშირის შესაძლებელ გადაწყვეტილებას მასმედიის შესახებ მისი ქვეყნის კანონის თაობაზე. ორბანმა იქვე თქვა, რომ კანონი საფრანგეთსა და გერმანიაში მოქმედი ასეთი კანონების ანალოგიურია. ორბანის აზრით, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ უნგრეთმა კანონი უნდა შეცვალოს, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ქვეყნებმაც. უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი მასმედიის ზედამხედველობის უწყებებს ფარfო უფლებამოსილებას ანიჭებს. ევროკავშირმა, უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა, ბევრმა ჟურნალისტმა შეშფოთება გამოხატეს უნგრეთში მასმედიის შესაძლებელი შეზღუდვის გამო.
XS
SM
MD
LG