Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავში მოძალადე თურქეთის მოქალაქე ფსიქიურად დაავადებული გამოდგა


თურქეთის მოქალაქე, რომელიც შეეცადა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებას, ფსიქიურად დაავადებული გამოდგა. თურქეთის მასმედიის ცნობით, პირს, რომელიც შეეცადა ოსლოდან სტამბოლისკენ მიმავალი თვიმფრინავის უკან გაბრუნებას, სტამბოლში დაკავების დროს სპეციალური სამედიცინო საბუთი აღმოაჩნდა. მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ უპოვნეს. ინციდენტის დროს, ოთხშაბათს, “Turkish Airlines”-ის თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა მგზავრმა სცადა პილოტების კაბინაში შეჭრა და მოითხოვა თვითმფრინავის კვლავ ოსლოში გაბრუნება. ორმა მგზავრმა მოძალადე გააუვნებელჰყო. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იყო. არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG