Accessibility links

აშშ ავღანეთში დამატებით 400-კაციან სპეცრაზმს გაუშვებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა განკარგულება გასცა, მიავლინონ ავღანეთში დამატებით 400 საზღვაო ქვეითი, თალიბებზე გაზაფხულისთვის დაგეგმილი სპეცოპერაციის გასაძლიერებლად. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, რომ სამხედროები უკვე ამ დღეებში დაიწყებენ ავღანეთში ჩასვლას და ამ ქვეყნის სამხრეთში, ყანდაართან განთავსდებიან. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან დაიწყება აშშ-ის ჯარების გასვლა. ახლა იქ ოკეანისგადაღმელი 97 ათასი სამხედრო იმყოფება.
XS
SM
MD
LG