Accessibility links

logo-print

საქართველო ათასწლეულის ხელშეკრულებისათვის უნდა მოემზადოს


ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოსა და განისგან განსხვავებით, უკვე დასახელებულია თანხა, 350 მილიონი დოლარი, რომელსაც მალავი მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს და განას, დირექტორთა საბჭომ ისინი დაასახელა ქვეყნებად, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ წინადადებები ახალი ხელშეკრულებებისთვის. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე შეთანხმება დამოკიდებულია პირველი ხელშეკრულების შესრულების წარმატებაზე, წარმატებული პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე და შემუშავებაზე ისეთი წინადადებებისა, რომელსაც არსებითი ზეგავლენა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, სიღარიბის შემცირებასა და ფინანსური სახსრების არსებობაზე.
XS
SM
MD
LG