Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფინანსურ დახმარებას მიიღებს


ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობს, 5 იანვარს გადაწყვიტა, რომ ფინანსურ დახმარებას მეორე შეთანხმების ფარგლებში მიიღებს ორი ქვეყანა, საქართველო და განა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნიკო მჭედლიშვილმა. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით, საქართველომ აშშ-ისგან რამდენიმე წლის წინ უკვე მიიღო დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება. ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მისაღები თანხის მოცულობა მოგვიანებით დაზუსტდება და სავარაუდოდ, დაიხარჯება ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, მისმა პრესმდივანმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და ხალხს.
XS
SM
MD
LG