Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა შსს-ს თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეაფასა


საქართველოს სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ თბილისში, ვეტერანთა აქციის დაშლაში მონაწილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, დღეს გავრცელებულ განცხადებაში გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ შესაფასებელია სხვა გარემოებებიც. კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს რის საფუძველზე მოითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანება დაკავებულ შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას და რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე სამოქალაქო ფორმიანი პირები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს აკავებდნენ.
XS
SM
MD
LG