Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთს სურს, რომ აშშ ბელორუს დისიდენტებს დაეხმაროს


პოლონეთს სურს, აშშ-ი დაეხმაროს ბელორუსიის პოლიტიკურ დისიდენტებს. თხოვნა მოჰყვა ბოლო არჩევნებს, რომელიც დაიგმო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებას. ვაშინგტონში პოლონეთის ელჩმა, რობერტ კუპიეცკიმ სააგენტო „ასოშეიტიდ პრესს“ უთხრა, რომ დემოკრატიის აქტივისტების ბრძოლა ბელორუსიაში მას ახსენებს პოლონეთში „სოლიდარობის“ ბრძოლას. მან თხოვა აშშ-ს, დაეხმაროს ბელორუსებს ისევე, როგორც ცივი ომის დროს ეხმარებოდა პოლონელ დისიდენტებს კომუნისტურ სისტემასთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG