Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა მონღოლეთთან ერთობლივი საწარმოს შექმნის დოკუმენტს მოაწერა ხელი


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, შეიქმნება ერთობლივი საწარმო მონღოლეთში ურანის მოპოვების მიზნით . მედვედევის ხელმოწერა გზას უხსნის „დორნოდ ურანის“- ერთობლივი ფირმის ამოქმედებას. მონღოლეთის დორნოდის საბადო, სავარაუდოდ 28 ათას ტონა ურანს შეიცავს. დორნოდის საბადოს 58 პროცენტიანი წილის ქონაზე პრეტენზიას აცხადებს კანადის ფირმა „ხან რესორსის“, რომელმაც სასამართლოში იჩივლა მის მიერ ჩადებული ფულის დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG