Accessibility links

მექსიკის ყურეში ეკოკატასტროფა ხარჯების შეკვეცამ გამოიწვია


აშშ-ის საპრეზიდენტო კომისიამ, რომელიც მექსიკის ყურეში შარშანდელი ეკოკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, დაადგინა, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ და მისი პარტნიორების, „ჰელიბარტონის“ და „ტრანსოუშენის“ მიერ ხარჯების სიტემატურმა შეკვეცამ გამოიწვია მექსიკის ყურეში აშშ-ის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა, ნავთობის დიდი რაოდენობით ჩაღვრა წყალში. ხარჯების შეკვეცით, დასკვნის თანახმად, გაიზარდა ავარიის რისკი. სამთავრობო კომისია გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ სანავთობო მრეწველობის საქმიანობის რეფორმირების გარეშე, მომავალში მსგავსი ავარიების შესაძლებლობა იზრდება. მექსიკის ყურეში კატასტროფის მიზეზებს იძიებენ სხვა ჯგუფებიც.
XS
SM
MD
LG