Accessibility links

პაკისტანის მთავრობა გააუქმებს გადაწყვეტილებას საწვავის გაძვირების შესახებ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ დღეს ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ მთავრობა გააუქმებს ბენზინის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. გილანის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების და პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაუქმდეს ბენზინის 9 %-ით გაძვირებას, რაც ძალაში შევიდა 1 იანვრიდან. გილანის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც კოალიცია დატოვა მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG