Accessibility links

logo-print

აშშ დამატებით 1400 საზღვაო ქვეითს აგზავნის ავღანეთში


შეერთებული შტატების განცხადებით, ის სამხრეთ ავღანეთში აგზავნის დამატებით 1400 საზღვაო ქვეითს. პენტაგონის პრესმდივნის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა დაამტკიცა დამატებითი ძალების გაგზავნის გეგმა, ავღანეთში უკვე მიღწეული წინსვლის გასამყარებლად. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, რომ საბრძოლო შენაერთებმა შესაძლოა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყონ ადგილზე ჩასვლა და რომ სარდლობაში განიხილავენ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი დამატებითი შენაერთების გაგზავნის შესაძლებლობას. ამჟამად ავღანეთში იმყოფება 97 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG