Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანების ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს


მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მრავალ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებით შეეგებნენ 7 იანვარს, მათ შორის სამების საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის თანდასწრებით. შობის დღესასწაულს აღნიშნავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც, ისევე როგორც კოპტური ეკლესია ეგვიპტეში. თუმცა, ეგვიპტელ ქრისტიანებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე უწევთ ზეიმი. 31 დეკემბერს ქაიროს ერთ-ერთი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებამ 21 ქრისტიანის სიცოცხლე შეიწირა. კოპტები ეგვიპტის 80-მილიონიანი მოსახლეობის 10-მდე პროცენტს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG