Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში აფეთქებისას 12 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ყანდაარის პროვინციაში მომხდარი აფეთქებისას სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. აფეთქება პაკისტანის საზღვართან ახლოს, ქალაქ სპინ ბოლდაკში მდებარე აბანოს შენობაში მოხდა. ყაბდაარის გუბერნატორის წარმომადგენლის ვარაუდით, თავდასხმის სამიზნე სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო, რომელიც აფეთქების მომენტში აბანოში იმყოფებოდა და რომლის მდგომარეობის შესახებაც ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG