Accessibility links

logo-print

ნაზარბაევს არ სურს პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება


ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაზე, რომელიც მას პრეზიდენტობის ვადას 2020 წლამდე გაუხანგრძლივებდა. დღეს ყაზახეთის სახელმწიფო მედიით გავრცელდა პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც ნათქვამია, რომ ნაზარბაევმა უარყო პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ. განცხადებაში არ არის განმარტებული პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი. რეფერენდუმის იდეა გასულ თვეში მოქალაქეთა ფორუმმა წამოაყენა და მას პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ დაგმო რეფერენდუმის იდეა. აშშ-მ კი მას ”დემოკრატიის უკუსვლა” უწოდა. ნურსულთან ნაზარბაევი 70 წლის არის. ის 20 წელიწდზე მეტია ყაზახეთს მართავს და პრეზიდენტობის ვადა 2012 წელს ეწურება.
XS
SM
MD
LG