Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდება 78 მილიარდი დოლარით


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მომავალ ხუთ წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის 78 მილიარდი დოლარით შემცირების გეგმა წარმოადგინა. ეს შემცირება არის ობამას ადმინისტრაციის გეგმის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის წინააღმდეგ არის მიმართული. რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ 2012 საფინანსო წელს თავდაცვის ბიუჯეტი 553 მილიარ დოლარს მიაღწევს, რაც მისი სამი პროცენტით ზრდას ნიშნავს. 2015 და 2016 წელს თავდაცვის ბიუჯეტი არ გაიზრდება. ბიუჯეტის შემცირება არმიის შემცირებასაც გულისხმობს. 2015-2016 წლებში სახმელეთო ჯარი 27 ათასი კაცით, საზღვაო ძალები კი 15-20 ათასი კაცით შემცირდება.
XS
SM
MD
LG