Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლულ იქნა ხუთი სავარაუდო მეამბოხე


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სარაკეტო იერიშის შედეგად, მოკლულ იქნა ხუთი პირი, რომლებსაც ადგილობრივი სპეცსამსახურები მეამბოხეებად მიოხსენიებენ. ავტომანქანას, რომლითაც იერიშის ობიექტები მგზავრობდნენ, რამდენიმე რაკეტა ესროლეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავიდან. ოპერაცია ჩატარდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, ავღანეთის საზღვართან, სადაც აქტიურად მოქმედებენ თალიბები და „ალ-ყაიდის“ მებრძოლები. ეს ამ სახის პირველი თავდასხმა არ არის და მათთვის პასუხისმგებლობას პაკისტანის ხლისუფლება ამერიკელ სამხედროებს აკისრებს.
XS
SM
MD
LG