Accessibility links

logo-print

ევროკავშირი არ ჩაატარებს ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექციას


ევროპის კავშირი არ მიიღებს ირანის წინადადებას, განახორციელოს მისი ბირთვული ობიექტების ინსპექცია. როგორც რეიტერის სააგენტოს უთხრა ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონმა, ასეთი ინსპექციების ჩატარება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტთა პრეროგატივაა. ეშტონის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ის მოეთათბირა რუსეთსა და ჩინეთს. რამდენიმე დღის წინ თეირანმა წინადადებით მიმართა გაეროს ბირთვულ უწყებაში ევროკავშირის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს, დაათვალიერონ ირანის ბირთვული ობიექტები. ზოგმა დასავლელმა დიპლომატმა ეს წინადადება შეაფასა ირანის მცდელობად, განხეთქილება შეიტანოს მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ერთიან პოზიციაში. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, ეშტონის თქმით, 20 იანვარს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG