Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ბელორუს უფლებადამცველებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფრო მდივანი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში შეხვდა ბელორუს უფლებადამცველებს. შეხვედრის მსვლელობაში განხილულ იქნა ბელორუსიაში ახლახან გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციის დემონსტრაციის დაშლისას ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალისმიერი ზომები. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, შეწყვიტოს „რეპრესიები ოპოზიციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ“. აშშ-მა და ევროპის კავშირმა უკვე რამდენიმეჯერ მოუწოდეს ბელორუსიის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები.
XS
SM
MD
LG